მეუფე დიმიტრი მეუფე პეტრეს შესაძლო განკვეთაზე -გააჩნია,  მეუფე პეტრე  მომავალში რას გააკეთებს

ვნახოთ, გააჩნია მეუფე პეტრე შემდეგ ნაბიჯებს რას გადადგამს, მომავალში რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს,- ამის შესახებ ხორნაბუჯისა და ჰერეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლოა, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხი დადგეს.

მიტროპოლიტის თქმით, სინოდზე განსახილველ საკითხებზე ინფორმაცია არ აქვს.

"ვნახოთ, გააჩნია შემდეგ ნაბიჯებს რას გადადგამს, მომავალში, რას გააკეთებს , რას მოიმოქმედებს. წინასწარ ძნელია ამაზე მსჯელობა, სინოდში 40 -ზე მეტი მღვდელმთავარია და ერთმა ადამიანმა წინასწარ განვსაზღვრო, რა იქნება სინოდზე, ცოტა რთულია. ტყუილი, რომ გითხრათ არ გინდათ, ხომ?

პატრიარქი თვითონ იწვევს სინოდის სხდომას, ყოველთვის დეკემბრის ბოლოს 25-სკენ არის ხოლმე. ხვალინდელ დღეს იმდენი საზრუნავი აქვს , ხვალ გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ. არაფერს გამოვრიცხავ, ყველას შეუძლია თავის აზრი თქვას და შეიძლება მეუფე პეტრეს საკითხიც დადგეს",-განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა მეუფე პეტრე დაესწროს სინოდის სხდომას, მისი თქმით, მეუფე პეტრე სინოდის წევრი არ არის, თუმცა მასთან კონკრეტული კითხვები თუ იქნება, მოიწვევენ, თვითნებურად კი ვერ დაესწრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა