„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც ბათუმში აქციაზე  განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად ტოვებს პარტიას,  „ოცნების“ წევრი არ არის

მანუჩარ ვერულიძე "ქართული ოცნების" წევრი არასდროს ყოფილა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ქობულეთის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გელა გოგიტიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მანუჩარ ვერულიძე 2012 წელს "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტი იყო.

"2012 წელს „თავისუფალ დემოკრატების" აქტივისტი იყო. კოალიციურ რეჟიმში პარტიები კი ვიმყოფებოდით, თუმცა იგი "ქართული ოცნების" რიგებში არასდროს არ ყოფილა ",- განაცხადა გელა გოგიტიძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მანუჩარ ვერულიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, შვიდი წლის შემდეგ მმართველი გუნდის რიგებს ტოვებს, რადგან ხელისუფლება ზღვარს გადასცდა და ქართველი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქობულეთის ორგანიზაციის წევრი იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო