„პატრიოტთა ალიანსის“  მხარდამჭერები  რესპუბლიკის მოედნიდან ოპერისკენ მსვლელობას აწყობენ

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ მიემართებიან. როგორც რესპუბლიკის მოედანზე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, სწორედ იქ გახდება მათი სამომავლო გეგმები ცნობილი და განცხადებებს პარტიის ლიდერები უკვე ოპერასთან გააკეთებენ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა და პოლიტიკური სპექტაკლი დადგა, ამიტომ დროა, მათ დაპირების შესრულება მოსთხოვონ.

"ქართველ ხალხს ვერავინ წაართმევს თავისუფალ არჩევანს. საკუთარ ხალხს არ უნდა მოუწყო პოლიტიკური სპექტაკლები. „ქართული ოცნება“ არ არის მართალი ხალხის წინაშე. ამიტომ ვიკრიბებით აქ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუთხრათ, დროა, შეასრულოთ დანაპირები და უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. რა არის მთავარი და რა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში? იყო ტყუილი ტყუილი და ტყუილი. როცა გვეუბნებიან, რომ ქართველ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა, აბა, ავწიოთ წითელი ბარათები, არ აინტერესებთ? როგორ არ გვაინტერესებს. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ წამოვიდეს ამ კომპრომისზე,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციაზე ასევე გაჟღერდა გზავნილი- "არა „ოცნებას“ და „ნაციონალებს".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა