გიგა ბოკერია - საზოგადოებრივი წნეხის ნაწილია პარლამენტთან გაშლილი კარვები და ის, რაც მოხდება ხვალ დღის განმავლობაში, როდესაც დაგეგმილია ბიურო

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოებრივი წნეხის ნაწილია პარლამენტთან გაშლილი კარვები და ის, რაც მოხდება ხვალ დღის განმავლობაში. როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, მთელი ღამის და ხვალ მთელი დღის განმავლობაში აპირებენ პარლამენტთან ყოფნას და მაქსიმალურ დისკომფროტს შეუქმნიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„საზოგადოების ამოცანაა, ამ სამარცხვინო ლიდერის პოლიტიკურ მონების, ვინც ამ შენობაში დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს საზოგადოებას, შეუქმნას მაქსიმალური დისკომფორტი ამ სამარცხვინო საქმიანობაში. ამ საზოგადოებრივი წნეხის ნაწილია ეს კარვები და ის, რაც მოხდება ხვალ დღის განმავლობაში, როდესაც დაგეგმილია ბიურო", - აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, ჯაჭვი, რომლითაც ოპოზიციის წამომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მოახდინეს, ეკიპირებულმა პირმა გადაჭრა.

„სიმბოლურად ბოქლომები დავადეთ კარებს და სწრაფად მოიყვანეს ეკიპირებული ადამიანი და გადაკვნიტეს. მათ ჰგონიათ, რომ ეს სიმბოლური ჯაჭვი არის აქ მთავარი. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი შეცდომა. ძალაზე და ჯაჭვზე კი არაა ყველაფერი - ხალხთან დაპირისპირებაში ივანიშვილის რეჟმი დამარცხდება. ესაა უფრო გრძელვადიანი ბრძოლა, ვიდრე ჩვენ გვსურდა, უფრო რადიკალური, ვიდრე ქვეყანას სჭირდებოდა. ამისკენ უბიძგა ივანიშვილმა ქვეყანას თავისი უტიფრობით“,-აღნიშნა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა