გრიგოლ ვაშაძე - ფეხს არ მოვიცვლით აქედან, დამლაგებელიც კი ვერ შევა პარლამენტში

ფეხს არ მოვიცვლით აქედან. დამლაგებელიც კი ვერ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლებას გონიერების ნატამალი შერჩა, დაელაპარაკება საზოგადოებას და ტელევიზიებს არ გათიშავს, როგორც ეს რეგიონებში გააკეთა. ხოლო თუ გონიერება არ შერჩა, ერთადერთ ძალას მიმართავს, რასაც ეყრდნობა - სპეცრაზმს.

"პროტესტის ეს ფორმა სრულიად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ამ შემადგენლობამ დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია. უნდათ გაგვლახონ? - გაგვლახონ. უნდათ დაგვარბიონ? - დაგვარბიონ. უნდათ გავრილოვის ღამის გამეორება? - გაიმეორონ. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და მათზე კარგად ვიცით ჩვენი უფლებები", - აღნიშნა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა