წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
სოფელ სორმონის ტყეში ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ცეცხლი ტყეში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

























