ონის რაიონის სოფელ ხიდეშლებთან ტყეში ხანძარია

ონის რაიონის სოფელ ხიდეშლებთან ტყეში ხანძარია

რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ხიდეშლებთან ტყეში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

უწყების განცხადებით, ადგილზე, 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ცნობისთვის, ასევე ხანძარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში, სადაც მეხანძრე-მაშველთა 8 ჯგუფი მუშაობს.