„ბიბლია განმარტებებით“ - მესამე ტომი გამოვიდა

უნიკალური გამოცემის „ბიბლია განმარტებებით“ მესამე ტომი უკვე გამოვიდა და მისი შეძენა მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად შეუძლია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, „ბიბლია განმარტებებით“ არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე მუშაობენ თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები.

„განმარტებები, რომლებიც მთლიანად ეყრდნობა წმინდა მამათა კომენტარებს, მკითხველს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად - 15 ლარი. შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების წერტილებსა და წიგნის მაღაზიებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა