ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ბათუმში „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა

ბათუმში, „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა. ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

აქციაზე კლინიკა „მედცენტრის" ექიმები იმყოფებოდნენ.

„ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენი მეგობარია. მისი საქციელი არის გმირობა. ჩვენ გვეამაყება, რომ ვაჟას მეგობრები და კოლეგები ვართ. ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების გამოხატვა და ასეთი საქციელით, ასეთი ერთად დგომით აშენდება ქვეყანა. თავისუფლება ვაჟას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ მალე ჩვენს გვერდით იქნება“, - განაცხადა ნევროლოგმა შორენა ვაშაძემ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს „თეთრი ხალათების“ აქცია რამდენიმე ადგილას გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა