რუსთავში, მოთხოვნით „თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!" სოლიდარობის აქცია გაიმართა

სლოგანით - "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სოლიდარობის აქცია გაიმართა.
სლოგანით - "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სოლიდარობის აქცია გაიმართა. "თეთრი ხალათების" აქციას რუსთავის ცენტრალური, ბავშვთა, ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოებისა და რუსთავის სამშობიარო სახლის ექიმები შეუერთდნენ.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილმა ავტომატებისა და ქვემეხებით გარეშე შეძლო გაცილებით დიდი საქმის გაკეთება, ვიდრე არმიამ და ჯარმა ერთად.
„ეს არის სოლიდარობის აქცია ღირსეული ექიმის მიმართ, რომელმაც გაცილებით მეტი საქმის გაკეთება და ჩვენი ერთ მუშტად შეკვრა შეძლო, ვიდრე მთელმა არმიამ და ჯარმა ერთად აღებულმა. თუ დროულად არ მოხდა მისი გათავისუფლება, ჩვენ აქციას უფრო ახლოს გავმართავთ და ზოგიერთმა ჩვენგანმა შესაძლოა ბატონ ვაჟას გვერდითაც მოისურვოს ყოფნა. შეუძლებელია ასეთი კატეგორიის ექიმი, რომელსაც ცხინვალის რეგიონში უზარმაზარი საქმე აქვს გაკეთებული, უამრავი პაციენტი ჰყავს გადარჩენილი და მორჩენილი, იზოლატორში იყოს და ამას იქ მცხოვრებნი ჩვენზე უფრო მეტად უნდა განიცდიდნენ ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პაპუნა ბახტაძემ.
სოლიდარობის აქციას - „თეთრი ხალათები" დღეს რუსთავის ყველა სამედიცინო დაწესებულების ექიმები შეუერთდნენ.

























