"მედიქლაბ ჯორჯიაში" გამართულ სოლიდარობის აქციას ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ

მედიქლაბ ჯორჯიასთან'' საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა.

აქციას "მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმებთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ ამ ჟესტით ქართველ ექიმს სოლიდარობა გამოუცხადეს და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მისი დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნაა ჩვენი თანამშრომლის, მეგობრისა და კოლეგის დაუყონებლივ განთავისუფლება ცხინვალის იზოლატორიდან. ეს არის აბსოლუტურად უპირობო მოთხოვნა, ჩვენ არანაირ პოლიტიკურ აქცენტებს არ ვაკეთებთ და ვითხოვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ", - განაცხადა „მედიქლაბ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა