ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება.

დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება.

თავდაცვის მინისტრი ვიზიტს ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგის სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრობით დაიწყებს, სადაც ამერიკელ გენერლებთან გამართავს შეხვედრებს და ფორტ ბენინგის ფუნქციების, ამოცანისა და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციას მოისმენს. ირაკლი ღარიბაშვილი ფორტ ბენინგის ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგებს პატივს.

ატლანტაში, ეროვნული გვარდიის ცენტრში თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჯორჯიის შტატიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს. იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში ღია სესიაზე, ასევე შეხვედრა საზღვაო ძალების წვრთნისა და განათლების სარდლობის ხელმძღვანელობასთან ქუანტიკოში. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც გაემგზავრება და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს