მეჯვრისხევი-ახალუბნის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

ხელშეკრულების მიხედვით, 1 079 419 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”- მა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს.

2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით ხუთი სოფლის მოსახლეობა, 7 000 - მდე ადგილობრივი ისარგებლებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა, ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს.

გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენდნენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეული იყო. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები იყო მნიშვნელოვნად დაბინძურებული და ვერ ატარებდა ნალექების შედეგად შეგროვილ წყლის რაოდენობას. არსებული გზის საფარი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ გაიწმინდა და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა