იურიდიული დახმარების სამსახური ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება

იურიდიული დახმარების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება საყოველთაო მოთხოვნას - მისი დაუყონებლივი განთავისუფლების შესახებ.

ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „დაუშვებელია ექიმის დაკავება და ხელშეშლა, როცა იგი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის იბრძვის“.

„ისევე, ადვოკატისთვის არ არსებობს პირობითი საზღვრები და ბარიერები ადამიანის უფლებების დასაცავად. საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა, სრულიად მიუღებელია პიროვნების თავისუფლების აღკვეთა იმ ფორმით და იმ საფუძვლით, რაც ოკუპანტებმა ვაჟა-ექიმის მიმართ გამოიყენეს. მივმართავთ ადამიანის უფლებადამცველ ყველა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციას, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს ოჯახს და სამუშაო ადგილს“,- ნათქვამია იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა