გორში შეკრებილი ექიმები ცხინვალელ ექიმებს მიმართავენ, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარში დაუდგნენ

გორში შეკრებილი ექიმები ცხინვალელ ექიმებს მიმართავენ, ვაჟა გაფრინდაშვილ მხარში დაუდგნენ. „თეთრი ხალათების" აქციას შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუერთდა.

„ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. დღეს ყველა ექიმი გავერთიანდით ერთადერთი მოთხოვნით - დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ექიმი ცხინვალის საპატიმროდან“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ღვინიაშვილმა.

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ დირექტორის ვასილ ჭეიშვილის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

„ცნობილია, რომ ე.წ. ოს სამართალდამცავებთან რუსულად საუბარზე ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი თქვა და თარჯიმანი მოითხოვა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის პატრიოტიზმზე. გეტყვით იმასაც, რომ პატიმრობაში მყოფისთვის ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდების უფლება ამ დრომდე არ მიეცა წითელ ჯვარსაც“, - განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებმა კი, ცხინვალში ექიმებს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ, საქართველოს ორთოპედ-ტრამვატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ბატონი ვაჟა გამორჩეულია თავისი პიროვნული თვისებებით, თავისი პროფესიონალიზმით. მივმართავ ცხინვალელ ექიმებს, ხმა აიმაღლონ ამ უკანონობის წინააღმდეგ და მხარში დაუდგნენ ვაჟა გაფრინდაშვილს“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტრავმატოლოგმა შალვა გოდერძიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა