თორნიკე რიჟვაძე - ჩემი ორი წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში მხარდამჭერები

ჩემი ორი წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მხარდამჭრები აჭარაში, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა.

„იმ კონკრეტულმა ინიციატივამ, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, სამწუხაროდ პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შემდეგი წლის არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ 2024 წლისთვის უკვე ჩავატაროთ არჩევნები პროპორციული წესით.

რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი და რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემაც უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყნაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა