ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/კ ცენტრის სამედიცინო პერსონალი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ „თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა. მათ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ისინი სოლიდარულები არიან მათი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მისი დაკავების ფაქტს.

„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციას და ვითხოვთ ჩვენი კოლეგის უპირობო გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ ვაჟას და ვაპროტესტებთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ოკუპანტების ქმედებას“,- აცხადებენ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები.

ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/კ ცენტრიის ინფორმაციით, აქცია „თეთრი ხალათები“ საქართველოს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა