ექიმის ინფორმაციით, ფოთში 70 წლის მამაკაცის მიერ დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია

ფოთში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსიტალის ექიმმა ნინო ჭანტურიამ განუცხადა.

„პაციენტს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში. ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის ექიმმა ნინო ჭანტურიამ.

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილი და მხილებულია დანაშაულის ჩამდენი პირი და მისი პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებები მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა