თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის - „დიალოგი- 2019“ პანელში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა აჭარის რეგიონზე, ტურისტულ პოტენციალზე, დაგეგმილ და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს და ძალიან მიხარია, რომ 14-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდა შეიკრიბა ბათუმში და განიხილეს აქტუალური საკითხები. ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, არის ის, რომ მისცეს ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების და უკეთესი მომავლის საშუალება “, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ახალგაზრდა დელეგატებს საშუალება ჰქონდათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან პირადად მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი მიზნად ისახავს ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, მსოფლიო ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს