კახეთში, "ღია შეხვედრების" ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა  მიმდინარეობს

კახეთში, "ღია შეხვედრების" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - თეთრიწყლების, გულგულას, ვარდისუბანის, ყარაჯალასა და რუისპირის მოსახლეობას შეხვდნენ.

„ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაგება.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად: წყალმომარაგების, შიდა საუბნო გზების, გაზიფიცირებისა ( სოფ. თეთრიწყლები) და ელექტრობოძების მოწესრიგების საკითხები დაასახელა. კახეთის რეგიონის მასშტაბით, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მსგავსი ფორმატის შეხვედრები 150-ზე მეტ დასახლებაში უკვე ჩატარდა, რომლის მიზანია მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათზე დროული რეაგირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა