გიგა ბოკერია - ასად დაუბრუნდება ეს ყველაფერი ივანიშვილს, რაც დათესა, ბევრად უარესს მოიმკის პერსონალურად

ასად დაუბრუნდება ეს ყველაფერი ივანიშვილს. რაც დათესა, ბევრად უარესს მოიმკის პერსონალურად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ განუცხადა.

ბოკერია სპეცრაზმის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციას ჰქონდა ბრძანება ისევ პოლიტიკური დაკვეთის შესრულების, რომ ივანიშვილის სამარცხვინო გუნდისთვის კომფორტი შეექმნათ და მშვიდობით შეეყვანათ პარლამენტში. ამაზე იყო მობილიზებული ამხელა ძალა პოლიციის. სამარცხვინოა", - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ბოკერიამ განაცხადა, რომ იგივე გეგმა ექნებათ. „ეს იქნება ამ ხალხზე წნეხი და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა