რუსლან აბაშიძე - ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტი ნათელი მაგალითია, თუ როგორ სისტემატიურად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები

,,პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ექიმი ხელმძღვანელობს წმინდა ჰუმანიტარული მოტივაციით და პასუხისმგებლობით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტი, ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ სისტემატიურად ირღვევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების უფლება“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ წერს.

,,ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს და დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო მექანიზმების და ყველა მხარის აქტიური ჩართულობა გამოიღებს შედეგს და საოკუპაციო რეჟიმი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს“, -აცხადებს რუსლან აბაშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა