ანონსი 19 ნოემბერი

19 ნოემბერს, 10:00 საათზე, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივლენ და 18 ნოემბერს დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

19 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შესაძლოა თუ არა, „მრეწველებმაც“ დატოვონ მმართველი გუნდი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ანგარიშის პრეზენტაციას - „პროპაგანდისტული ნარატივები Facebook-ზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში“ გამართავს.

მის:თელავის 20.

19 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

19 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

19 ნოემბერს, 11:30 საათზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სამედიცინო უნივერსიტეტთან აქციას გამართავენ.

თემა: თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს.

საკონტაქტო: 599 235 777 მანანა ჯებაშვილი

19 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოს ბიზნესასოციაცია ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან შეხვედრას გამართავს.

19 ნოემბერს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება პროექტ „ბიზნეს ინკუბატორის“ დასკვნითი ღონისძიება.

მის: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩარგლის ქ. 73)

საკონტაქტო პირი: ანანო წივწივაძე ტელ: 599563455

19 ნოემბერს, 13.00 საათზე, ,,საქართველოს კლინიკების ასოციაცია" სხვა დარგობრივ ასოციაციებთან ერთად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ამერიკის საელჩოსთან მდუმარე აქციას გამართავს.

19 ნოემბერს, 13:00 საათზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეაფასებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

19 ნოემბერს, 14:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დისკუსიას ''სოციალური მედია, როგორც გამოწვევა საარჩევნო პროცესისათვის'' გამართავს.

მის: სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, თელავის ქ. 20.

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა