„იკას პრემია“ 2019 იწყება

„იკას პრემია“ 2019 იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, „პრემია იკა“ - ეს არის პრემია, რომელიც კულტურის დარგში უკვე მეორედ იმართება.

„პრემია იკა“ 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სახელოვნებო დარგში მოღვაწე ნიჭიერი შემოქმედი ახალგაზრდების აღმოჩენას, მათ საზოგადოებისთვის გაცნობას, მოტივაციის ამაღლებას, პროფესიულ ზრდაში დახმარებასა და შემოქმედების პოპულარიზაციას. ორგანიზატორებს სურთ, ამ პრემიით სტიმული მისცენ ახალგაზრდა არტისტებს და უთხრან მათ, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 2019 წელს „იკას პრემია“ რამდენიმე სიახლით ხვდება. 2018 წელს პრემიის ნომინაციები შეიცვალა და წელს შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: მუსიკა; პოსტერის დიზაინი; კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT და საერთაშორისო აღმოჩენა.

„წელს უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ ლოკალურ მასშტაბებს გავცდეთ და ბიძგი მივცეთ უცხოეთში მოღვაწე უცხოელ და ქართველ არტისტებს. ჩვენი სურვილია ,,საერთაშორისო აღმოჩენა“ „იკას პრემიის“ მუდმივი ნომინაცია იყოს. ყოველწლიურად პრემიის მიერ შეირჩევა Spotlight ქვეყანა და გამარჯვებულებიც სწორედ ამ ქვეყნიდან შეირჩევა“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

„პრემია იკას“ უკვე ჰყავს „კულტურის ატაშეები“, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, მწერლები, კინემატოგრაფები, მხატვრები, ფოტოგაფები, დიზაინერები, გალერისტები, რომელებიც თავის სფეროში რეალიზებული ადამიანები არიან. ისინი თავად პოულობენ ამა თუ იმ ნომინაციაში წარსადგენ კანდიდატებს და მათ ნამუშევრებს წარუდგენენ კომპეტენტურ ჟიურის, რომელებიც ხედავენ მხოლოდ კონკრეტულ ნამუშევრებს, ხოლო ავტორის სახელი და გვარი ჟიურის წევრებისათვის უცნობია. მნიშვნელოვნია, რომ ნომინირებული კანდიდატების დაჯილდოვება მოხდება დეკემბრის ბოლოს ,,პრემია იკა“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე. „პრემია იკას“ ოფიციალური წარმდგენია „ტერაბანკი“.

ცნობილია, რომ „პრემია იკა“ იკა კაკულიას საპატივსაცემოდ დაარსდა.

„იკა თავად იყო ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა დიზაინის მიმართულებით და ბოლო პერიოდში საქმიანობდა კრეატიულ ინდუსტრიაში”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

დღეს, 14:00 საათზე, „ღვინის ქარხანა N1“-ში IKA AWARD 2019-ის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა