დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლება ასეთი დისკომფორტის შექმნით აქციაზე დაკავებულებს ვერ შეაშინებს, ეს ხალხი ამ ქვეყნის მომავალია

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, დისკომფორტის შექმნით ხელისუფლება აქციაზე დაკავებულ პირებს ვერ შეაშინებს.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს.

„არ ვიცი, ვნახოთ, რამეს პროგნოზირება ძნელია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ამიტომ ალბათობა არის მცირე, რომ დღეს გამოუშვან, მაგრამ ვნახოთ, მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს ხალხი არის ამ ქვეყნის მომავალი. არ მაქვს ჰეროიკული განცდები, მაგრამ არც შეშინებული არ ვარ, მე ყველას ვენდობი, ვინც დაკავებულია და ხელისუფლება ასეთი დისკომფორტის შექმნით მათ ვერ შეაშინებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, სულ დაკავებულია 37 პირი, მათ შორის დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა