სოფელ სალხინოსთან, ტყეში ძლიერი დაკვამლიანებაა

სოფელ სალხინოსთან, ტყეში ძლიერი დაკვამლიანებაა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ტყის მასივში დაკვამლიანებაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა გია ჯიჯელავამ განუცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ტყის ქვედა საფარი იწვის.

„ძლიერი კვამლია. ადგილზე გასულია ჯგუფი, როგორც ადგილობრივები, ასევე მეხანძრე-მაშველები“, - ამბობს რწმუნებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.