პალესტინის პრეზიდენტი მაიკ პომპეოს განცხადებას გმობს და აცხადებს, რომ აშშ უფლებამოსილი არ არის საერთაშორისო რეზოლუციები გააუქმოს

პალესტინა გმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა კანონიერია.

პალესტინის ოფიციალური პირების თქმით, მსგავსი განცხადებები შესაბამისობაში არ მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან და შეერთებული შტატები ვეღარ შეძლებს ითამაშოს რაიმე როლი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში.

პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერის ნაბი აბუ რადაინემ განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი პოზიცია საკითხთან მიმართებაში არის „ბათილი, მიუღებელი და დასაგმობი“.

„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ არის უფლებამოსილი გააუქმოს საერთაშორისო რეზოლუციები და არ აქვს უფლება რაიმე ლეგიტიმაცია მისცეს ისრაელის დასახლებებს ამ მიდამოებში“, - განაცხადა რადაინემ და დასძინა, რომ მსგავსი „არალეგალური“ ქმედებები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას.

1978 წლის, ამერიკის შეერთებული შტატების დადგენილებით, მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა „შეუსაბამო იყო საერთაშორისო კანონმდებლობისთვის“. იგივე პოზიციაა დაფიქსირებული გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, რომელთაგან ბოლო, 2016 წელს იქნა მიღებული. დასახლებების არაკანონიერება აღიარებული იყო ჟენევის მეოთხე კონვენციის მიხედვითაც.

გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თეთრი სახლი საკითხთან მიმართებაში პოზიციას ცვლის და „მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა კანონიერია“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა