მიხეილ ბენიძე - არ მესმის, რა აუცილებლობა იყო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის, იმიტომ, რომ აქციას არ ჰქონია ძალადობრივი ხასიათი და არ ყოფილა პოლიციელებზე თავდასხმა

იმ მასშტაბის ძალის გამოყენება, რაც გუშინ ვნახეთ, სრულიად გაუგებარია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ძალის გამოყენება ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება და ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს, მანამდე კი სხვა სახის ნაბიჯები უნდა ამოიწუროს, რაც ვითარების დეესკალაციისკენ იქნება მიმართული.

„არ მესმის, რა აუცილებლობა იყო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის, იმიტომ, რომ აქციას არ ჰქონია რაიმე ძალადობრივი ხასიათი და იქ არ ყოფილა პოლიციელებზე თავდასხმა. ამ ე.წ. პიკეტირებასაც კი პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვნად არ შეუფერხებია. რაც მთავარია, ძალის გამოყენება ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება და ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს, მანამდე კი სხვა სახის ნაბიჯები უნდა ამოიწუროს, რაც დეესკალაციისკენ იქნება მიმართული.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას დიალოგი არ გაუმართავს, არც რაიმე სხვა ნაბიჯები გადაუდგამს და ვნახეთ პირდაპირ ძალის გამოყენება. ჩემი აზრით, ეს იყო ძალის დემონსტრირება იმ გზავნილის გასამყარებლად, რასაც გუშინ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რა აუცილებლობა არსებობდა გუშინ ძალის გამოყენების.

„თქვენ ნახეთ საერთაშორისო გამოხმაურებებიც. ბევრი ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რა აუცილებლობა არსებობდა ძალის გამოყენების. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება და ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეების დაშლა, შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო მეტად გამწვავების რისკებს იწვევდეს და ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენი ხელისუფლება ვითარების დეესკალაციისკენ და არა შემთხვევით ვითარების კიდევ უფრო მეტად გამწვავებისკენ უნდა იყოს მომართული”, - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა