რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს და მინიმუმ 50%-ით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პარტიას

IRI-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციის მთლიან სპექტრს აქვს 41 პროცენტი, რაც საკმაოდ საკრალური რიცხვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს ყველა სხვა პარტიასთან შეფარდებით და მინიმუმ 50 პროცენტით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ პარტიას.

,,ასევე, თუ ჩვენ შევაჯამებთ იმ ხმების რაოდენობას, რომელსაც ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და ეს კატეგორია, როგორც ვიცით, ყველაზე მეტად უჭერს მხარს ,,ქართულ ოცნებას, ასე რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლახავს 50 პროცენტიან ბარიერს. ამ კვლევის თანახმად, მთლიან სპექტრს ოპოზიციისას აქვს 41 პროცენტი, რაც საკმაოდ საკრალური რიცხვია. ეს იმას ნიშნავს, რომ 59 პროცენტი რჩება და მომავალში, ჩვენ ვიმუშავებთ როგორც იმ 59 პროცენტზე, ასევე იმ 41 პროცენტზე“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ - 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ასევე 5%. 4% ხმას მისცემდა "პატრიოტთა ალიანსს". 3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას“ მისცემდა, „ახალი საქართველოს“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ - 3%, „ლელოს“ - 2%, „გირჩს“ - 1%, „შენების მოძრაობას“ - 1%. სხვა პარტიები - 4%. რესპოდენტთა 32%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს/ არ იცის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა