ბათუმში ექიმებმა ლოზუნგით -„თავისუფლება ვაჟა ექიმს" აქცია გამართეს

„თავისუფლება ვაჟა ექიმს",- ამ ლოზუნგით ბათუმში საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ექიმებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი გათავისუფლება სთხოვეს.

ექიმები ამბობენ, რომ ცხინვალის იზოლატორიდან ქართველის ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს მთავრობამ სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სამედიცინო საზოგადოება მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ვაჟა ექიმს! მას სოლიდარობას ვუცხადებთ და დროულ გათავისუფლებას ვითხოვთ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა