მამუკა მდინარაძის განცხადებით, IRI-ის გამოქვეყნებულ კვლევებში ბაქრაძე, NDI-ის კვლევებში სააკაშვილი ლიდერობს, ეს ტენდენციური კვლევები წლებია ვრცელდება

IRI-მ როდის გამოაქვეყნა შედეგები? გუშინ! და თქვენ ფიქრობთ, რომ გუშინდელი შედეგები ჩვენ წინასწარ ვიცოდით, ან რაიმე კავშირი აქვს რეალურ კვლევებთან? - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხშირად ხდება რომ IRI-ისა და NDI-ის კვლევები რამდენიმე ათეული პროცენტით ცდება ხოლმე რეალობას და საარჩევნო შედეგებს.

„მე დავსვამ რამდენიმე შემხვედრ შეკითხვას, რომლითაც საზოგადოება უფრო კარგად გაერკვევა რეალობაში. რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ „აიპიემ“- ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც შემდეგ აქვეყნებს ხოლმე IRI , ან CRRC - ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც შემდგომ აქვეყნებს NDI, ყოველთვის ცდება ხოლმე რამდენიმე ათეული პროცენტით რეალობას და საარჩევნო შედეგებს. რატომ ხდება ისე, რომ „აიპიემ“-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ლიდერობს დავით ბაქრაძე, შემდეგ მისი რეიტინგი ქრება CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში და იქ რაღაც პოზიციებზე გვევლინება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი, უკვე სასაცილოა ეს ამბავი, თუ ჩაატარა აიპიემმა და გამოაქვეყნა IRI -მ, იქ ბაქრაძე და „ევროპული საქართველო“ და სხვა შედეგები გვაქვს, თუ CRRC - მ ჩაატარა და NDI -მ გაგვაცნო ეს შედეგები, იქ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის რაღაც კუთხით დომინანტი. აი ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ვრცელდება, გვეუბნებიან რომ ასეა და შემდეგ, საარჩევნო შედეგები მხოლოდ და მხოლოდ ათეული პროცენტით ცდება მონაცემებს. დასკვნა თავად საზოგადოებამ გამოიტანოს. თუ მეტყვით, რომ ვენდო ასეთ კვლევებს, რა ვიცი, დავფიქრდები, მაგრამ გამიჭირდება. მე შეფასებას კი არ ვაკეთებ, დასკვნას ვაკეთებ. ეს ფაქტები სასაცილოდ ხდის კვლევის შედეგებს. დასკვნა ძალიან მარტივია, ტენდენციურია, იმიტომ რომ ხდება კონკრეტული ლიდერების თუ კონკრეტული პარტიების მიმხრობა იმის მიხედვით, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა