არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში ვაკანტურ პოსტებზე პროფესიონალები დაინიშნებიან

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებზე კონკრეტული კანდიდატურების განხილვა მიმდინარებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ვაკანტურ პოსტებზე პროფესიონალი კადრები დაინიშნებიან.

„კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ძალიან მალე საკადრო გადაადგილებები მოხდება და კომიტეტები გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას, მათ შორის საგარეო მიმართულებითაც უკვე განიხილება კონკრეტული კანდიდატურები. გარწმუნებთ, რომ ამ თანამდებობებზე პროფესიონალები იქნებიან შერჩეული და დამტკიცებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაცია, განიხილება, თუ არა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დეპუტატ ნინო წილოსანის კანდიდატურა, არჩილ თალაკვაძემ არც დააადასტურა და არც უარყო.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა