ბათუმში, აქციაზე დაკავებულ 4 პირს მოსამართლემ 1500-1500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებს: ალექსანდრე მილორავას, რევაზ ხარაზს, გია ხალვაშს და ბეგლარ ფუტკარაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე ეხება, 15 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, სადაც აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.

როგორც სამართალდამცავებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, ბრალდებულებმა 15 ნოემბერს, დილით, აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირება მოახდინეს, სადაც დაწესებულების თანამშრომლები ვერ შედიოდნენ.

თავის მხრივ, ბრალდებულებმა აღნიშნეს, რომ მშვიდობიან აქციას მართავდნენ და შენობის პიკეტირება არ მოუხდენიათ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს და საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა