მეუფე იაკობი - ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით, ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული - იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან

ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით, ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ევროპარლამენტში მიმდინარე სემინარზე განაცხადა, რომელიც მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეკლესიის როლს ეხებოდა.

მეუფე იაკობმა საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვა, რომ უკრაინასთან ერთად, რომელთა საკითხიც ხშირად არის დასმული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საქართველოს საკითხიც დააყენონ დღის წესრიგში.

ამასთან, მისი თქმით, „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაყინულია“ და კარგი იქნება თუ ამ საკითხს ევროკავშირი ხშირად განიხილავს.

"ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით, ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ - საქართველოს ომი. ამას მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ძლიერი იყოს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს, ესეც რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს. ვნახოთ რას მიაღწევს სახელმწიფო მოლაპარაკებებით აზერბაიჯანთან.

ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას. მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით... მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს", - განაცხადა იაკობმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში, სემინარი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეკლესიის როლის შესახებ 19 ნოემბერს გაიხსნა. სემინარი ჩატარდა ბრიუსელში მართმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორი რონდელის ფონდია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა