მოსამართლემ  18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ადვოკატებს განუცხადა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის კითხვების დასასმელად 2 წუთი არის საკმარისი

2 წუთი არის საკმარისი იმისთვის, რომ კითხვები დაუსვათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ,- ამის შესახებ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციების დროს დაკავებული პირების პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.

მოსამართლის ეს განცხადება დაკავებულების ადვოკატებმა გააპროტესტეს. ადვოკატების თქმით, ეს არ არის გონივრული ვადა, რაც მათ მოსამართლემ მოწმეებისთვის კითხვების დასასმელად გამოუყო.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მოსამართლე საპროცესო კანონმდებლობის კონკრეტულ მუხლებს არღვევს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ადვოკატებს ურჩია, რომ მათთვის მიცემული ვადა გაასაჩივრონ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა