გიორგი ბარამიძე პოლიციელს, რომელმაც გიგა მაქარაშვილი დააკავა - პოლიციელის მუნდირს ეცით პატივი, მასხრად ნუ იგდებთ ხალხს

პოლიციელის მუნდირს ეცით პატივი, მასხრად ნუ იგდებთ ხალხს, - ასე მიმართა სასამართლო დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ პოლიციელს, რომლის მტკიცებითაც, მან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი გიგა მაქარაშვილი დააკავა.

ბარამიძის რეპლიკა მაქარაშვილის მიერ პოლიციელისთვის დასმულ კითხვას მოჰყვა. კერძოდ, მაქარაშვილი დაინტერესდა, რის გამო მოხდა მისი დაკავება და რა მდგომარეობაში დაინახა ის პოლიციელმა. როგორც მოწმემ აღნიშნა მაქარაშვილი აყენებდა პოლიციელებს შეურაცხყოფას და უმისამართოდ იგინებოდა. ამის შემდეგ მაქარაშვილი დაინტერესდა, როგორ დაინახა ის პოლიციელმა, რომელიც იმყოფებოდა სპეცრაზმის 7 მწკრივის უკან მაშინ, როდესც მაქარაშვილი აქტივისტებთან ერთად გზის სავალი ნაწილზე იჯდა. პოლიციელმა აღნიშნა, რომ მაქარაშვილის ის სპეცრაზმის 7 მწკრივის წინაც ხედავდა.

მოწმის ამ პასუხს დარბაზში გია ბარამიძის რეპლიკა მოჰყვა. მოგვიანებით, ამავე მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გიგა მაქარაშვილი პოლიციელებს "ბიძინას მონებს" ეძახდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა