„აიპლიუსი“ სოციალური პროექტს #ესჩემისტორიაა-ს იწყებს

„აიპლიუსი“ სოციალური პროექტს #ესჩემისტორიაა-ს იწყებს. პროექტის ფარგლებში Apple-ის
ოფიციალური პარტნიორი კომპანია iPhone XR, iPad 7th და სხვა უამრავ პრიზს გაათამაშებს.

„კომპანია „აიპლიუსმა“ შექმნა „პლატფორმა“ თქვენი Facebook Story-ს შესანახად. ბოლო პერიოდში Facebook და Instagram Story-ები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. ჩვენ კი გვსურდა ეს პატარა ისტორიები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო და საუკეთესოები საახალწლოდ iPhone XR-ით და iPad 7th-ით დაგვეჯილდოვებინა“, - აცხადებს კომანიის მარკეტინგის მენეჯერი ანზორ ალაშვილი.

კომპანიის განცხადებით, გათამაშებაში ჩასართავად და iPhone XR, ახალი iPad და უამრავი სხვა პრიზის მოსაგებად, შემდეგი ინსტრუქციის შესრულებაა საჭირო:

Facebook-ის თქვენს გვერდზე(News Feed-ში) ატვირთეთ 10-15 წამიანი ისტორია(Story);

ვიდეო აღწერისას გამოიყენეთ ჰეშთეგები #ესჩემიისტორიაა #iPlusStory;

გათამაშებაში მონაწილეობისთვის ვიდეო აუცილებლად უნდა იყოს თქვენს კედელზე და აუცილებლად უნდა იყოს საჯარო;

16 დეკემბრამდე დააგროვე ყველაზე მეტი ემოცია და მოიგე iPhone XR

ასევე გახდი iPlus-ის რჩეული და მოიგე ახალი iPad. გახდი ყოველკვირეული ჟიურის რჩეული და მოიგე Beats, JBL, Apple-ის ორიგინალი ყურსასმენები, ვაუჩერები და სხვა უამრავი პრიზი;

არ ჩაითვლება Facebook გვერდების მოწონებები, მხოლოდ პირადი ანგარიშების ემოციები დაფიქსირდება;

აკრძალულია Autoliker პროგრამების გამოყენება, ამ შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება გათამაშებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა