თამარ ჩუგოშვილი - ერთადერთი, ვისთანაც ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც უმრავლესობა კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, ვისთანაც კონსულტაციები მიმდინარეობს, პრინციპული და პროფესიონალი ადამიანები არიან.

„ჯერჯერობით, კოლეგებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის. ჯერჯერობით გვარებს და დეტალებს სრულად ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ვფიქრობ, რომ ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, იქნება საკამოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, ფრაქცია არის ორგანიზებული საქმიანობის კარგი ფორმა პარლამენტში. მისივე განცხადებით, ფრაქცია მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რაც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და არ იმუშავებს მხოლოდ პარტიული ხაზით.

რაც შეეხება პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის შემცვლელს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ რას ფიქრობს და რა გეგმები აქვს, არ იცის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა