დავით ბერძენიშვილი -  ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი

ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ, ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ამას ვერ ვიფიქრებდი, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შვილის ზუკა ბერძენიშვილის სასამართლო პროცესი.

ბერძენიშვილის თქმით არ აქვს მოლოდინი, რომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას გამოიყენებენ,მაგრამ ამ უკანასკნელსაც არ გამორიცხავს.

„ეს დღეები იმის განცდა მაქვს, რომ ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ ისევ პოლიტიკურზე, შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, ვერ ვიფიქრებდი, უფრო იმედიანად ვიყავი ჩემს ახალგაზრდობაში. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მგონი ახლა დაიწყებენ ანგარიშს ვინ რა ღირს და გარეთ გაშვება რამდენად შეაფასონ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი ადმინისტრაციული წესით 18 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს. დღეს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა