გია ვოლსკი „ლოგიკურს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის სხდომის გამართვამდე აღნიშნულზე მისი მხრიდან საუბარი ლოგიკური არ იქნება.

„არ იქნება ლოგიკური, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ შედგება, დავადასტურო ან უარვყო პასუხი დღეს არის „არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“ და ეს არის არა ბუნდოვანი, არამედ ის ზუსტი პასუხი, რაც უნდა გაეცეს ამ შეკითხვას. რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი გადანაცვალების შესაძლებლობაზე, არის ლოგიკური და ყველა მოსაზრება, რაც ჩამოთვალეთ და კიდევ უფრო მეტი განიხილება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა