კახეთის რეგიონში, „ღია შეხვედრების" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება

კახეთის რეგიონში, „ღია შეხვედრების" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება

კახეთის რეგიონში, „ღია შეხვედრების" ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭანდარის, ძირკოკის, ვეჯინისა და კოლაგის მოსახლეობას შეხვდა.

„ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაგება. ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნულ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად: შიდა საუბნო გზებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების, გარე განათების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიებისა და ამბულატორიებში სველი წერტილების მოწესრიგების საკითხები დაასახელა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან, მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რომლის მიზანია მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათზე დროული რეაგირება, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 150-ზე მეტ დასახლებაში უკვე ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.