ბორჯომის მერია - მოსახლეობასთან შეხვედრებისას წამოჭრილი სასმელი წყლის პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, გარკვეულ ობიექტებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრების დროს წამოჭრილი სასმელი წყლის პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, გარკვეულ ობიექტებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე თქმით, დასახელებული სასმელი წყლის საკითხი დადებითად გადაწყდა სოფლებში ტიმოთესუბანში, ტაბაწყურსა და ბალანთაში.

„ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ლიკანში ე.წ. კაკლების წყაროსთან მიმდინარეობს, სადაც დაზიანებული იყო შემკრები ავზი. ადგილზე წყლის მიწოდების აღდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დასახელებული სხვა პრობლემების მოგვარებისთვისაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მათი გადაჭრა ეტაპობრივად მოხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა