აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ათ კანდიდატს სურს

საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორის თანამდებობის დაკავების სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა, აქედან შვიდი მათგანი ამავე არხის თანამშრომელია. განცხადებების მიღება დღეს დასრულდა.

მაუწყებლის დირექტორს ბორდი აირჩევს, პირველ ეტაპზე განცხადებების შესწავლა მოხდება.

რაც შეეხება კანდიდატებს, ესენი არიან: - ნათია ზოიძე, ნათია შავაძე, გიორგი კოხრეიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა გუჯაბიძე, შოთა გურაბანიძე, ლაშა ზარგინავა, მაია მერკვილაძე და შოთა ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის დირექტორის ასარჩევდა კონკურსი შეჩერებული იყო. ტელევიზიის ბორდს კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ უჩივლა.

გიორგი კოხრეიძის განცხადებით, მესამე კონკურსის შედეგების თანახმად, მან ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო და მაუწყებლის დირექტორი გახდა. გიორგი კოხრეიძემ ბორდის წევრების 2 ხმა მიიღო. თავად ბორდი 5 წევრისგან შედგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის წევრებმა იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს