ქუთაისში „აქციის“ მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ბიძინა ივანიშვილს შეუძლია სტაფილოს წვენი დალიოს, რადგან მალე დავასრულებთ, - განაცხადეს ქუთაისში აქციის მონაწილეებმა, რომელთაც მერიის წინ პერფორმანსი გამართეს. მათ სტაფილოებით „ბიძინა“ დაწერეს, თითო სტაფილოზე კი იმ დეპუტატების სახელები დააკრეს, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

აქციის მონაწილეების, თქმით, ამით გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი.

"ვმართავთ მშვიდობიან აქციას, მაგრამ არ გვაცლიან. დაგვხვდნენ ძალადობით. მხოლოდ სტაფილო მოვიტანეთ და ვუთხარით ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია დალიოს სტაფილოს წვენი, რადგან მალე დავასრულებთ", - განაცხადეს აქციის მონაწილებმა.

დღესვე, მათ სიმბოლურად მერიის მოაჯირზე ბოქლომი შეაბეს. აქციის დასასრულს პროტესტის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა