ანონსი 21 ნოემბერი

21 ნოემბერს, 09:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო Fabrika–ში გაიხსნება კონფერენცია Disinformation Alert, კონფერენციას გახსნიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი (მედიისთვის კომენტარი გაკეთდება 09.15 საათზე)

მის: სასტუმრო Fabrika (ე. ნინოშვილის 8)

21 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

21 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-13 სხდომას გამართავს.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი 4

21 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ - ში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. კონფერენციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკონომიკური განვითარების მოადგილე, ანდრეს რუნდუ გახსნიან.

მის.: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

21 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, ფუკუიამას დემოკრატიის ფორნტისპირა ცენტრში ახალგაზრდული კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება. ბრიტანეთის ელჩი 5 ქვეყნის 22 ახალგაზრდა ლიდერს შეხვდება.

21 ნოემბერს, 10:30 საათზე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ცესკოში სარეფერენდუმო მოთხოვნა დაარეგისტრირეს, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: რეფერენდუმის მოთხოვნა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით

მისამართი: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

საკონტაქტო: 558 29 69 80

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, კანცელარიის სამანქანო შესასვლელთან აქციას გამართავენ.

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: პოზიცია 26 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით -არის, თუ არა თანხმობა ოპოზიციურ ერთობაში? რა სტრატეგია ექნება დავით უსუფაშვილს.

მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურების დაწყება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

21 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ფალავანდიშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ატარებს ლგბტ კვირეულს, მათ შორის სკოლებშიც. დაგეგმილი საპროტესტო აქციები აღნიშნულთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყება.

სემინარს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახსნიან.

მის.: წინამძღვრიშვილის ქ. N164

საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 70 72 22

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

21 ნოემბერს, 15:30 საათზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც შეფასდება 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლო პროცესებზე გამოვლენილი დარღვევები! მისამართი: დ.აღმაშენებლის #61 ("საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისი)

21 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან, ,,ლელო’’ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო ნომერი: 577403734

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ილიკო ზაუტაშვილის გამოფენას „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“ გახსნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა