გერმანია ნატო-ს პოლიტიკური აზროვნების გასაძლიერებლად ახალი ინიციატივით გამოდის

გერმანია გამოდის ინიციატივით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური აზროვნების გასაძლიერებლად შეიქმნას ახალი საექსპერტო ჯგუფი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება აღიქმება როგორც რეაქცია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებაზე, რომელიც ორგანიზაციის „ტვინის სიკვდილს“ შეეხებოდა.

„ნატომ ცოტა ხნის წინ გარკვეული სტრეს-ტესტი გაიარა. გვინდა, რომ ნატოში ნდობა აღდგეს“ , - განაცხადა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბერლინში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება გერმანიის მკაფიო და ძლიერ გზავნილს ნატოს მხარდასაჭერად.

მისი თქმით, მოუთმენლად ელის გერმანიასთან ერთად ამ წინადადების განხილვას.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა