მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულ ირაკლი ნადირაძეს, გიგა მაქარაშვილს და კიდევ 3 პირს პატიმრობა შეუფარდა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან სასამართლომ საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი - დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.

კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა