შსს-ს წარმომადგენელმა, რომელიც 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა პროცესში მონაწილეობდა, სასამართლო სპეციალური კორიდორის საშუალებით დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა პროცესში მონაწილეობდა, სასამართლოს შენობიდან პოლიციელებმა სპეციალური კორიდორის საშუალებით გამოიყვანეს და მანქანაში ჩასვეს.

მის გამოჩენას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლოს ტერიტორია უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილაშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი - დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.

კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე მოსამართლემ ბექა ბასილაიას 13 დღიანი, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა