ნათია მეზვრიშვილი - საქართველო მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით  ფორუმს - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ მასპინძლობს

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი იმართება, რომლის სახელწოდება „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები აშშ-დან.

„დღეს საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ.“ ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორუმში მონაწილეობას ვიღებთ, ვინაიდან საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. კონფერენციაზე ჩვენი მხრიდან საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ნაბიჯებით, ყოველდღიურად იდგმება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, აქცენტები გაკეთდება, თუ რა არის საჭირო მომავალში, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

„მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფორუმის მიზანი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარება და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა