ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ადგილობრივებს ჯუმის, ახალსოფელის, ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდნენ.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, ამბულატორიების, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დაასახელა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღია შეხვედრები მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით, მათთან კონსულტაციითა და უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება რაც მათ აწუხებთ.

შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა